იმედია, აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს – ტრამპი

იმედია, ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს – ტრამპი
იმედია, აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას განაცხადა.
„კარგი სავაჭრო შეთანხმება გვექნება. ვფიქრობ, ეს ძირითადად ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს, მაგრამ თქვენ ამის დიდი ნაწილი ხართ. ასე რომ, ჩართული იქნებით“, – მიმართა ტრამპმა მერცს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს სავაჭრო შეთანხმების დადების ან „შეერთებული შტატები ტარიფებს გამოიყენებს“.
„ვგულისხმობ, ტარიფებს დავთანხმდები ან სავაჭრო შეთანხმებას დავდებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge