იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად სთვის დადგენილ 50-დღიან ვადას შეამცირებს.
ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტით, თ იმედგაცრუებულია.
„მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, მასთან ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს… მაგრამ პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად კიევში, და კლავს უამრავ ადამიანს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან, ყველგან გვამები ყრია… ძალიან იმედგაცრუებულია პუტინით, მე ვაპირებ ის 50 დღე, რომელიც მას მივეცი, შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება შემდეგ“, – განაცხადა ტრამპმა.
14 ივლისს ტრამპმა დაიმუქრა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში ში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, რუსულ საქონელზე მეორად სანქციებს დააწესებდა.