იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო – თეთრი სახლის პრეს-სპიკერი

იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.
კარინ ჟან-პიერს უპასუხა კითხვას – რა არის პრეზიდენტ ს გზავნილი ქართველებისადმი, რომელთაც სურთ ინტეგრაცია ევროკავშირთან და არა რუსეთთან.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ყველამ იხილა ათიათასობით ქართველის პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ.
„იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხო აგენტის“ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველამ ვნახეთ ათიათასობით ქართველი, რომლებიც ამ კანონპროექტს გასულ კვირას აპროტესტებდნენ, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20 პროცენტის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიების შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრისა ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, – აცხადებს კარინ ჟან-პიერი.
რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას, როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე -ის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.
„ამ დროისთვის ამაზე სალაპარაკო არაფერი მაქვს. სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართოთ. გასულ კვირას გაკეთდა გარკვეული განცხადებები, ამიტომ მე გირჩევთ, სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართოთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის