იმედგაცრუებული ანგისა ნეაპოლში დაბრუნდა

აფრიკის თასის მერვედფინალში ნიგერიასთან 0:2 დამარცხებული კამერუნის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა, მისი ნახევარმცველი ზამბო ანგისა კი უმალ ნეაპოლში დაბრუნდა.
ანგისამ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა, მათი ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, სწორ დასკვნებს გამოიტანენ და მომავალში უკეთ იასპარეზებენ.
ანგისამ “ნაპოლის” სამი მატჩი გამოტოვა და 4 თებერვალს “ვერონასთან” შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მისი ნიგერიის ნაკრები 2 თებერვალს მეოთხედფინალში ანგოლას დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში