“იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით” – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ იმედგაცრუებულები არიან ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.
“იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.
პოლონეთი ერთგული რჩება ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი აარიდოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას”, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. -ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”