“იმედგამაცრუებელი განცხადებაა” – ასე უპასუხა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ომბუდსმენის მიერ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარგდენის შესახებ დასმულ შეკითხვას.
სახალხო დამცველმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
პაპუაშილმა თქვა, რომ ხოლო პაატა მანჯგალაძე ისევე როგორც სხვა ორგანიზატორები სცენაზე იდგა.
“თავისუფლების მოედანზე სცენაზე იდგა და განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება და პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციას თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებს.”
პაპუაშვილის თქმით, თუ 4 ოქტომბრის აქცია წარმატებით ჩაივლიდა, მანჯგალაძე იჯდებოდა “პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში, რომელიმე სხვა სავარძელში ძალიან გემრიელადრომელიმე სხვა სავარძელში ძალიან გემრიელად.”
ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, “ევროკავშირის მხარდაჭერით, აწყობდნენ აქ ხელისუფლების დამხობას და არ გამოუვიდათ და იმიტომ არიან გატრუნულები.”
“7 000 კაცი ჰყავდათ იქ შეკრებილი, ჩვენ სწორედ იმიტომ, რომ პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა პრევენციულადაც იმოქმედეს, იმ მომენტშიც დროული რეაქცია იყო სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო სათანადო მოწოდებაზე, ვნახეთ ჩვენ რომ ხელჩართული ბრძოლა მოუწიათ ბიჭებს, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას იმისთვის, რომ არ დამგდარიყო ნეპალი, რომელსაც თითოეული ეს ადამიანი გვიანონსებდა, სისხლისღვრას საქართველოში და ამას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა შეგახსენებთ.
ასერომ, ჩვენ გადავრჩით 90-იან წლებში დაბრუნებას და ბატონ სახალხო დამცველსაც დარწმუნებული ვარ, თავის ასაკიდან გამომდინარე, ახსოვს რაც იყო 90-იანი წლები, ასე რომ, აქ რაიმე აფთიაქური საზომით, ვიღაცა სცენის კუთხეში იდგა თუ, ცენტრში იდგა, იქ იდგა.
სისხლისღვრისთვის შეკრიბეს ხალხი, წაიყვანეს სისხლისღვრაზე, მათ შორის, მხარდაჭერა მიიღეს ევროკავშირის ევროკომისიის პრესპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი. ასე რომ, მემგონი ყველა კარგად ვხედავდით, ბრმა არავინ არ ვართ და ვხედავდით სცენაზე გამოჭიმულ ხალხს, გუშინაც ვისმენდი “გასაღების ჩაბარებაო”, ახლა ლინგვისტები მოვიყვანოთ, გასაღების ჩაბარება რას ნიშნავს და ექსკურსიაზე მიდიოდნენ პრეზიდენტის სასახლეში?
პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა, მოიყვანეს იქ ხალხი, ნეპალის მოსაწყობად 7 000 ადამიანი შეკრიბეს ნეპალის მოსაწყობად, ჯერ იმ 7 000-ს რა ვუთხარი. ჩვენ გვყავს 7 000 ადამიანი, ექიმი, ვექილი, ინჟინერი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა, ეს გააკეთეს ამ ხალხმა.
ნეპალი იყო დაანონსებული, დაანონსებული იყო ნეპალი და მივიდნენ ნეპალის მოსაწყობად. შემდეგ მიიყვანეს ეს ხალხი იქ, პაატა მანჯგალაძემ და მსგავსმა ორგანიზატორებმა, შემდეგ მოუწოდეს მათ, რომ შევიკრიბეთ და დავიწყოთ ამ სქემის აღსრულება, წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთ და დაძრეს ეს ხალხი სასახლისკენ, თვითონვე ჩამოვიდნენ და გაყვნენ ამ ხალხს პრეზიდენტის სასახლისკენ და მოხდა კიდევაც სასახლეზე თავდასხმა, ასე რომ, რა არის იცით? თუ შნო არ ჰქონდათ ზოგიერთებს პასუხისმგებლობის აღებისა, მაშინ ამ ნაბიჯზეც არ უნდა წავიდნენ, თუ ამ ნაბიჯზე წავიდნენ, მაშინ კეთილი ინებონ და პასუხისგებაც მიიღონ, ზრდასრული ადამიანები არიან, ყველამ იცის რას ნიშნავს ნეპალი, ყველამ იცის რა მოჰყვებოდა, ამაზე გაგვიწირეს – მოინდომეს იქ ხალხის დაპატიმრება, დასჯა, დახვრეტა ასე შემდეგ და როარ გამოუვიდათ, ახლა წუწუნებენ.
აბა, წარმატებული ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი გვერდზე რომ იდგა, ხომ გახსოვთ ეს კადრები? თავის შტანდარტიანად რომ იდგა ლამის და ელოდა რა მოხდებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩაიშალა სისხლიანი გადატრიალება, მხოლოდ მაშინ გაიპარა, მერე მანჯგალაძეც გაიპარა.
ჯერ ხალხი მიაყენა ამ ყველაფერზე, ხალხი გაწირა და წავიდა და სახლში იმალებოდა. ვნახეთ, მერე მურთაზ ზოდელავა ეულად აიყვანა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან. აბა, ყოფილიყო წარმატებული, თუარ შევიდოდა სალომე ზურაბიშვილი თავის შტანდარტიანად იმ შენობაში, თუ არ ჩაჯდებოდნენ შესაბამის სახელისუფლებო სავარძლებში და იცით რას ვნახავდით კიდევ? თუ არ ვნახავდით ზოგიერთ უცხოელს, რომელიც მერე მივიდოდა მათთან ერთად და დაიწყებდა ამ ყველაფრის ლეგიტიმაციის მცდელობას.” – თქვა პაპუაშვილმა.
2026 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
ომბუდსმენის განცხადების თანახმად, საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან 4 ოქტომბრის აქციაზე ძალადობისკენ მოწოდებას ან ძალადობის თაობაზე მითითების გაცემის ფაქტს.
მანჯგალაძე: ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ სადმე რამე დავგეგმე
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, “ეროვნული კრების დეკლარაცია” წაიკითხა და თქვა, რომ “ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”.
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ – “მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება”.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. გვიან ღამით 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს.
მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს – პატიმრობა. გარდა ამისა, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, უცხოეთში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. ასევე, სუს-ის მტკიცებით, ამოიღეს საბრძოლო მასალა, რომელიც “4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო”.
უკვე დეკემბერში, 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. იქამდე, ახალაია და მისი ცოლი სუს-ში გამოკითხეს “ტყეში ამოთხრილ იარაღთან” და ბურჭულაძე-ახალაიას სახელით გავრცელებულ დაუდასტურებელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. როგორც თავად ახალაიამ თქვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, “ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული”