იმდენი ,,უჩხიკინეს” პოლონურ მიშისტურ ხვრელს, რომ ყველაზე დიდი გველი ,,გამოიყვანეს” ასპარეზზე, მაგრამ არ დააყოვნეს ქართველმა ახალგაზრდებმა და 2:1 -ით დაადუმეს

იმდენი ,,უჩხიკინეს” პოლონურ მიშისტურ ხვრელს, რომ ყველაზე დიდი გველი ,,გამოიყვანეს” ასპარეზზე, მაგრამ არ დააყოვნეს ქართველმა ახალგაზრდებმა და 2:1 -ით დაადუმეს
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მიქელაძე წერს, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის პარალელურად, არავისგან ისმის პროტესტი იმის გამო, რომ -ს სახელმწიფო მდივანი მოსკოვს ,,ს დღეს” ულოცავს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე მწვავე პროცესების კვალდაკვალ კი, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, რასაც ადასტურებს უნგრეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებები.
,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი” – გაუგია ნაცელიტას და იმდენი ,,უჩხიკინეს” პოლონურ მიშისტურ ხვრელს, რომ ყველაზე დიდი გველი ,,გამოიყვანეს” ასპარეზზე, მაგრამ არ დააყოვნეს ქართველმა ახალგაზრდებმა და 2:1 -ით დაადუმეს.
და აი საოცრება – რუბიო სამყაროს ,,ს დღეს” ულოცავს და არ შემხვდა გაბედულები შინ თუ გარეთ, რომ გააპროტესტონ. თუმცა ბალტიისპირელ ,,სუპერდემოკრატებს” ამისთვის არ სცალიათ – მთელი ქვეყანა ,,საარჩევნო მაკულატურის” დალაგებითაა დაკავებული.
და ამ დროს ჩვენი ხელისუფლება შუა ევროპაში მეგობრობასა და მშვიდობაზე აწერს ხელს!
ჩვენ ყველა ბრძოლას მოვიგებთ!
გაიგეთ-ქართველი ხალხი ვერ ეგუება ჩაგვრას, ზიზღს, უსამართლობას, უსამშობლობას, ძალადობას – ფიზიკურს თუ მორალურს,” – წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის, „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას

„იგლ ჰილსის“ პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს