” იმდენად შევიცვალე, რომ ხალხს უჭირს ჩემი ცნობა და დაჯერება, რომ ნამდვილად მე ვარ” – ბარბარა სამხარაძის ახალი ცხოვრება – Marao

ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
ბარბარა სამხარაძეს არაერთხელ უსაუბრია საკუთარი ცხოვრების შესახებ. არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა, მათ შორის, დიეტებითაც. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. ბარბარა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებზე მეგობრებისა და გულშემატკივრების უამრავ კომპლიმენტს იღებს.
ამჯერად ბარბარა სამხარაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრობს.
“რამდენადაც მიცნობენ, იმდენად არ იციან, როგორი ვარ რეალურად. არ ვარ პროგნოზირებადი ადამიანი. ხან ძალიან მხიარული ვარ, ხან ძალიან სევდიანი. ნამდვილად მაქვს ხასიათი, რომლითაც ხალხი მიცნობს – თბილი, მოსიყვარულე, როგორც თვითონ მახასიათებენ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ასეთი არ ვარ.
ჩემი საოცნებო ცხოვრება იტალიაში წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს იტალია, მათი კულტურა. იტალიის პატარა სოფელში ყოფნაც საკმარისი მგონია ჩემი ოცნების ასასრულებლად. ასევე, ძალიან მინდა „გრემი“ მოვიგო და ვიყო პირველი ქართველი, რომელიც გაარღვევს საზღვრებს კიდევ უფრო დიდი მიზნებისკენ.
ცოტა ხნის წინ, ანუ, მას შემდეგ, რაც წონაში დავიკელი, მე და ჩემი და ვიყავით სადღაც. ჩემი და იცნეს, შენ ხომ ბარბარა სამხარაძის და ხარო? მერე მე შემომხედეს და შენ ხარ, ხო, ბარბარაო? შენი დით გიცანითო, მითხრეს. იმდენად შევიცვალე, რომ სახელი და გვარი თუ არ ვთქვი, ხალხს უჭირს ჩემი ცნობა და დაჯერება, რომ ნამდვილად მე ვარ. ეს არც ისე სასიამოვნოა, თუმცა, რაღაც მხრივ, ესეც კარგია, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ასეთსაც მიმეჩვევიან.
ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება დარბაზში მისვლაა. ყოველთვის მეგონა, რომ იქ ყველა სხვანაირად დამიწყებდა ყურებას, ყველაზე დიდი მე ვიქნებოდი. ვფიქრობდი, მოდი, ჯერ დავიკლებ და მერე მივალ დარბაზში, რომ განსხვავებული არ ვყოფილიყავი. სულ მეგონა, რომ იქ მხოლოდ ნავარჯიშები ადამიანები დადიოდნენ. საერთოდ ვერ ვფიქრობდი, რომ მათ შეიძლება, გარკვეული გზა ჰქონდათ გავლილი, სანამ ამ ფორმას მიაღწევდნენ. ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემს თავზე ყველაზე დიდ გამარჯვებად მივიჩნევ, რომლის შედეგსაც კარგად ვხედავ.
რაც შეეხება მარცხს, საბედნიეროდ, არ მახსენდება საკუთარ თავთან განცდილი დიდი მარცხი”, – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.