“იმდენად სწრაფად ირიცხებოდა, რომ ძლივს მოვასწარი გაჩერება და წაშლა ანგარიშის” – აკადემიკოს ჩახუნაშვილის გირაოს თანხა უკვე შეგროვდა

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილის საპატიმრო გირაოს თანხა – 20 ათასი ლარი უკვე შეგროვდა.

აკადემიკოსის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი წერს, რომ თანხა იმდენად სწრაფად ირიცხებოდა, ძლივს მოასწრო გაჩერება.

იმდენად სწრაფად ირიცხებოდა, რომ ძლივს მოვასწარი გაჩერება და წაშლა ანგარიშის.

საქართველოს ბანკიდან ან უცხოეთიდან (მარიამთან რიცხავენ) თუ ორშბაათს დაირიცხა დამატებითი თანხა, გადაერიცხება პოლიტიკური ტყვეებს.

დიდი მადლობა თანადგომისთვის!

საქარველო გაიმარჯვებს!” – წერს კონსტანტინე ჩახუნაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.

სასამართლო პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ აქციაზე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა.

აკადემიკოს, გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში