“ბოლო პერიოდია, სასტუმროების საწოლფონდი ძალიან გაიზარდა, რამაც ყოველდღიური შემოსავალი შეამცირა”, – ამის შესახებ ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა BMG-სთან განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროების რაოდენობა, განსაკუთრებით, თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურშია გაზრდილი.
