იმდენად აბსურდულია, რომ ოპოზიციაშიც კი არანაირი გამოხმაურება და მხარდაჭერა არ აქვს – გივი მიქანაძე ე.წ. სუპერ პაკის შესახებ, რომელიც ოპოზიციას სააკაშვილმა შესთავაზა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას პოლიტიკოსები ეხმიანებიან.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ წინადადებას, არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციურ სპექტრშიც კი არ აღიქვამენ სერიოზულად.
“იდეები, რომელსაც ის ერთი-მეორეს მიყოლებით ავრცელებს, იმდენად აბსურდულია, რომ ოპოზიციაშიც კი არანაირი გამოხმაურება და მხარდაჭერა არ აქვს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად