“იმან მოუქნია, ჩაარტყა ნაჯახი, ამან წაართვა და თავში ჩაარტყა” – რას ჰყვება წალკის რაიონში მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებულის ადვოკატი

ნაჯახით ჩადენილი საზარელი დანაშაულის დეტალები და უმძიმესი ბრალდება – წალკის რაიონის სოფელ ბედიანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი, საკუთარ სახლთან, მეზობლებმა იპოვეს. 53 წლის ეკა გულაშვილი სასიკვდილოდ თანასოფლელმა გაიმეტა.
“კურიერს” დაკავებულის ადვოკატი წალკის რაიონის სოფელ ბედიანში ჩადენილის დეტალებს უყვება.
“ამბობს, რომ აქეთ დამესხა თავს და იმის მერე ჩავარტყიო. კონფლიქტი ჰქონდათ დიდი ხნის წინაც. ამ ქალბატონმა ორჯერ დაურეკა იმ საღამოს, ამონაწერებითაა ეს დადასტურებული, მერე ამანაც გადაურეკა, შეხვდნენ და გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ. კონფლიქტი ჰქონდათ შეხვედრის დროს, იმან მოუქნია, ჩაარტყა ნაჯახი, ამან წაართვა და თავში ჩაარტყა. აუცილებელი მოგერიება არის ეს, ჩემი აზრით, თუმცა, ჯერჯერობით, მტკიცებულებები არის ამისთვის საჭირო. ყოველ შემთხვევაში, რასაც ის ჰყვება და რაც არის საქმის მასალების მიხედვით, აუცილებელ მოგერიებაზე შეიძლება ვიდავოთ,”- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი