“იმან მისაღები მიიღო, იყო სასამართლო, ჯარიმის საფუძველზე დავტოვეთ აბუ-დაბი“- რას ამბობს ირაკლი ზარქუა

დეპუტატის, ს თქმით, აბუ-დაბის სასამართლომ ის და ვიქტორ სანიკიძე დააჯარიმა. მან ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

“იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. [..] მესამე დღეა რაც ჩვენ ჩამოვედით, [..] ჯარიმა გამოიწერა, დირჰამებში, იქ ჩვენ გვყავდა მეგობრები, ვინც გადაიხადა ეს ჯარიმა და ახლა ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით”, – თქვა ზარქუამ.

ამას გარდა, ზარქუა ამტკიცებს, რომ ბიჭს, რომელმაც ლაშა გაბიტაშვილის მისამართით თეფში ისროლა და დაპირისპირებისას დეპუტატების მხარეს იყო, არ იცნობს.

“ამის შემდეგ პროცედურა რაც იყო, საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ იქ და შესაბამისად, გამოძიება დაიწყო ამასთან დაკავშირებით, თან დამძიმებული ის ჰქონდა იმას, აქედან კარნახობდნენ ეტყობა, რომ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმაა და დეპუტატების გარდა სხვაც მონაწილეობდაო.

“ის ვიღაც ახალგაზრდა იყო იქ, ბევრი ქართველი ისვენებდა იქ და ჩასული იყო. ეტყობა, იმდენად ამოუვიდათ ხალხს ეს პროვოკაციები, რომ თვითონაც თეფში ისროლა. არც ვიცნობთ ამ ადამიანს, როგორ მოხვდა იქ, რანაირად”, – ირწმუნება ზარქუა.

ასევე, ზარქუას მტკიცებით, “ის, რაც აბუ-დაბიში მოხდა საამაყო არ არის”, მაგრამ “თმენის ვალდებულების მიუხედავად, ყოველთვის ასეთი რეაგირება ექნება”.

ამასთან, ზარქუა ირწმუნება, რომ ლაშა გაბიტაშვილმა “მისაღები მიიღო”.

13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, რაც მისასალმებელია, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება