ილჰამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო, „რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია“, MATRA-ს პროგრამას დროებით წყვეტენ