ილჰამ ალიევი – ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს”, – აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია