აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. – როგორც Trend იუწყება, წერილში ნათქვამია:
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი დროის გამორჩეული სასულიერო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.
მისმა უწმინდესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და საქმიანობა მიუძღვნა კეთილშობილ იდეალებს საკუთარი ერისა და კაცობრიობის სამსახურში. თავისი მოღვაწეობით, რომელიც მიმართული იყო კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის განმტკიცებისკენ, მან დაიმსახურა მილიონობით ადამიანის სიყვარული მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
მის უწმინდესობას ილია II-ს ეკუთვნის დიდი დამსახურება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.
ამ მძიმე დანაკლისთან დაკავშირებით მწუხარების გაზიარებით, პირადად ჩემგან და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გიცხადებთ ღრმა სამძიმარს თქვენ, მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.“



