“ილჰამ ალიევი სამუდამო პრეზიდენტობის ტიტულს იმსახურებს” – აზერბაიჯანის მმართველი პარტია

აზერბაიჯანის მმართველმა პარტია “ენი აზერბაიჯანმა” საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 20 წლის განმავლობაში, 2003 წლის შემდეგ იკავებს.
“აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, აზერბაიჯანის სამუდამო პრეზიდენტი გახდება. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, იმ პოლიტიკით, რომელსაც ის 20 წლის განმავლობაში აწარმოებს და ჩვენი მიწების სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებით, დაიმსახურა ამ ტიტულის ტარების უფლება. ვფიქრობ, თითოეული აზერბაიჯანელი იზიარებს ამ აზრს”, – ამბობს თახირ ბუდაგოვი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და ცენტრალური აპარატის უფროსი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 2025 წლის აპრილის ნაცვლად, საპრეზიდენტო 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა არჩევნების ვადამდე დანიშვნის მიზეზი.
უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წელს ჩატარდა. შემდეგი არჩევნები 7 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.
ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლის შემდეგ იკავებს.