რომ არა პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი, ჩვენ დღეს, აზერბაიჯანი და სომხეთი, ალბათ ისევ ამ მოლაპარაკებების დაუსრულებელ წრეში ვიქნებოდით. ასე რომ ეს ისტორიული დღეა. ჩვენ კავკასიაში მშვიდობას ვამყარებთ, რაც ბევრ შესაძლობებს შექმნის არამხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის. ტრამპის დერეფანი შექმნის ახალ კავშირებს, მოხსნის ბარიერებს ბევრი ქვეყნისთვის.
აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებლები ერთ პერიოდში გახდნენ, იმ დროსვე ჩვენ ომში ვიყავით. ჩვენ ბევრი წელი დავკარგეთ, რადგანაც ომითა და სისხლისღვრით ვიყავით დაკავებულები. პრეზიდენტმა ტრამპმა კი მშვიდობა მოიტანა კავკასიაში. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი, და მათი ხალხი შერიგებას შეძლებენ“,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო სამიტზე.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.