ილჰამ ალიევი – პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ის არჩევნებში, თუმცა, ტრამპმა გააჟღერა მნიშვნელოვანი თეზისი, რომ მის დროს არ ყოფილა ომი და მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე

გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკელი ხალხი, ეს მათი პრეზიდენტი იქნება არჩეული. მაგრამ ეს ასევე დიდ მნიშვნელობას იქონიებს მთელ მსოფლიოზე, ვინაიდან, გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც -ის პირველი პირი მიიღებს, ბევრი ერის და ქვეყნის ბედი იქნება დამოკიდებული, -ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შუშის მეორე გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
ალიევმა უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირ დაასახელოს სასურველი კანდიდატის ვინაობა, თუმცა, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ს გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პრეზიდენტობისას არ ყოფილა ომები. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის პოზიციებს ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით.
“არსებობს პოლიტიკური კულტურა, რომელიც არ მაძლევს უფლებას, პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, თქვენი კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია. ჩვენ ერთმანეთს არაერთი ათწლეულია ვიცნობთ და ვფიქრობ, მშვენივრად იცით, ვის მივანიჭებდი უპირატესობას და ვფიქრობ, არამარტო მე აზერბაიჯანში, ვინაიდან, რაც შეგვეხება ჩვენ, ამ სიტუაციას ვუყურებთ ჩვენი პრიზმიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეზისი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა კამპანიის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვფიქრობ არის ის, რომ მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი, არ ყოფილა კორეა, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, ერაყი, სირია და ა.შ. ამ პერიოდში ეს არ ყოფილა და მგონია, ამას დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. მეორე თეზისი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, თავად შტატებისთვის და იმ ქვეყნებისთვის რომლებიც აშშ-ის პირდაპირი გავლენის ქვეშ არიან, ეს არის მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე და ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელი მოსახლეობის ამ პოზიციას არათუ იზიარებს, არამედ აქტიურად პროპაგანდირებს და ეწევა მის რეალიზაციას პრაქტიკაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს