ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს – ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის

არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელი ხალხი მაღალ შეფასებას აძლევს ამ გადაწყვეტილებას. არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერმაც არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანში, ამისთვის მადლობლები ვართ. ახალ წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან