ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს საპარლამენტო ს შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„გილოცავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელიც არის თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია ალიევის განცხადებაში.
მისი განცხადებით, სწამს, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯანულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას.
„ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით, მოსახერხებელ დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი