ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს – თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება

ილჰამ ალიევი ირაკლი ს – თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება
თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დაკავშირებადობა და შუა დერეფნის პროექტი.
„პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის.
ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც.
ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, რასაც გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალშიც,“- აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან რას ნიშნავს რუსეთი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მიზნით იმყოფება უცხოელთა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან