ილჰამ ალიევი – ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის – აზერბაიჯანი მზადაა ირანისთვის ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად

ბაქო მზადაა, ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ირანს ვერტმფრენის ავარიასთან დაკავშირებით, რომელშიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ სერიოზულად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაცია იმყოფებოდა, ირანში ავარიული დაშვება განახორციელა. ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, – წერს ალიევი.
19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი