ილჰამ ალიევი – ველით, რომ 4 წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება და ურთიერთობებს გადავტვირთავთ

პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო, ველით, რომ ურთიერთობებს გადავტვირთავთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩინურ სახელმწიფო ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალიევი გასულ ოთხ წელს აზერბაიჯანსა და აშშ-ს ურთიერთობებში დაკარგულად მიიჩნევს.
“პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო. ველით, რომ ეს ოთხი წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება, და [ურთიერთობებს] გადავტვირთავთ”, – განაცხადა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება