ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი უკრაინისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს

აზერბაიჯანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მომავალშიც გააგრძელებს, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მუდმივად უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აზერბაიჯანში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)