ილჰამ ალეივი: წელს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ევროპაში დაახლოებით, 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს

„ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრზე ოდნავ მეტი იყო 2021 წელს. წელს ის დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას.

“ხაზი გაუსვა, რომ ეს შეადგენს აზერბაიჯანის გაზის მთლიანი ექსპორტის 50 პროცენტს.

“ლიევმა აღნიშნა, რომ ევროპაში გაგზავნილი გაზის მოცულობა 2027 წლისთვის უნდა გაორმაგდეს.
„ჩვენ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ ამ მიზნისკენ,” – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.