ილონ მასკმა Disney-ის დირექტორს პირდაპირ ეთერში შეაგინა
ილონ მასკმა New York Times-ის DealBook სამიტზე დამსწრეები შოკში ჩააგდო. მან X-დან Disney-ს რეკლამების ამოღების გამო Walt Disney-ს დირექტორს, ბობ აიგერს შეაგინა.
გამოსვლის დროს ილონ მასკმა განაცხადა, რომ რეკლამის განმთავსებლებს მისი სოციალური პლატფორმისთის ბოიკოტით კომპანიის მოკვლა შეუძლიათ. ამ გამოსვლისას მილიარდერი დისნეის ხელმძღვანელს ბობ აიგერსაც შეეხო.
„რასაც ეს სარეკლამო ბოიკოტი გააკეთებს არის კომპანიის მოკვლა. კარგი, არაფრის რეკლამას ნუ გააკეთებ. ვინმე ცდილობს ჩემს შანტაჟს? ფულით გინდათ დამაშანტაჟოთ? წადით თქვენი … ბობ, დარბაზში ხარ? ვგრძნობ, რომ აქ ხარ“, – განაცხადა მასკმა.
ბობ აიგერს მილიარდერის სიტყვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის მიერ ანტისემიტური პუბლიკაციის მხარდაჭერის გამო Apple-მა, Walt Disney-მა და IBM-მა X-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს. მოგვიანებით ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს Warner Bros.-მა, Discovery-მ, Paramount-მა, Sony Pictures-მა და Lionsgate-მა.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ისა და Walt Disney-ის გადაწყვეტილება X-ში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ისინი რეკლამის ერთ-ერთი უმსხვილესი განმთავსებლები არიან.