ილონ მასკმა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელ ალექს ჯოუნსს X-ის ანგარიში აღუდგინა

ილონ მასკმა 9 დეკემბერს X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) კითხვარი გამოაქვეყნა, რომელშიც მან მომხმარებლებს ჰკითხა, აღადგინოს თუ არა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ალექს ჯოუნსის ანგარიში, რითაც მას პლატფორმაზე დაბრუნების საშუალება მიეცემოდა.
Reinstate Alex Jones on this platform?

Vox Populi, Vox Dei.— Elon Musk (@elonmusk) December 9, 2023
გამოკითხვაში მონაწილეთა 70%-მა მხარი დაუჭირა ჯოუნსისთვის ანგარიშის აღდგენას, რის შემდეგაც ილონმა საკამათო ფიგურა პლატფორმაზე დააბრუნა. მისი ანგარიში 2018 წელს Twitter-მა შეურაცხმყოფელი ქცევისთვის დაბლოკა.
ალექს ჯოუნსმა 2012 წელს სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელსაც 20 ბავშვი და 6 ზრდასრული ემსხვერპლა, დადგმული უწოდა, რის შემდეგაც მას გარდაცვლილთა ოჯახებმა უჩივლეს. სასამართლომ ჯოუნსს ოჯახებისთვის $1.5 მილიარდის რაოდენობის გადახდა დაავალდებულა.
ანგარიშის აღდგენის შემდეგ ალექს ჯოუნსმა ცნობილი ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის პოსტი გააზიარა, შემდეგ კი მან ილონ მასკთან და -ს წარმომადგენელ მეტ გეითსთან ერთად X-ის აუდიოჩართვაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 115 ათასი მომხმარებელი უსმენდა.