ილონ მასკმა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს პუტინის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან

სოციალურ ქსელი Х-ის (ყოფილი ტვიტერი) მფლობელი ილონ მასკი ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს დაჰპირდა, რომ არ დაბლოკავს ვიდეოს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუდან. ამის შესახებ კარლსონმა ინტერვიუს ანონსში განაცხადა.

კარლსონი არის ტელეკომპანია Fox-ის ყოფილი ტელეწამყვანი, რომელმაც სოციალურ ქსელ Х-ში დაიწყო საავტორო გადაცემის კეთება. ტაკერი თებერვლის დასაწყისში მოსკოვში ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან სასაუბროდ. მისი ინტერვიუ იქნება პირველი საუბარი დასავლელ ჟურნალისტსა და პუტინს შორის ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ამერიკელი ჟურნალისტის ვიზიტს აქტიურად აშუქებენ კრემლთან დაახლოებული რუსული მედია და ბლოგერები. კარლსონის თქმით, მან რუსეთში მოგზაურობა თავად დააფინანსა. “ჩვენ აქ ვართ არა იმიტომ, რომ გვიყვარს ვლადიმირ პუტინი, არამედ იმიტომ, რომ გვიყვარს შეერთებული შტატები.” მისი თქმით, მან ასევე გაგზავნა თხოვნა უკრაინის პრეზიდენტ, სთან ინტერვიუს შესახებ.

კარლსონის ვიდეოში არ არის ნათქვამი, უკვე ესაუბრა თუ არა იგი პუტინს. კრემლს ინტერვიუს შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 6 თებერვალს „ეხო მოსკვის“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა სოციალურ ქსელებში წყაროს მითითების გარეშე მიანიშნა, რომ ინტერვიუ პუტინთან უკვე შედგა.
53 წლის ტელეწამყვანმა „ფოქს ნიუსი“ 2023 წლის 24 აპრილს დატოვა. ტელეკომპანიაში განაცხდეს, რომ კარლსონისა და მათი „გზები გაიყო“.

ასევე დაგაინტერესებთ