ილონ მასკმა იმაზე მეტი სუბსიდია მიიღო, ვიდრე ვინმემ ისტორიაში, სუბსიდიების გარეშე მას მოუწევდა მაღაზიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ილონ მასკს სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს, რომ ის სასტიკი წინააღმდეგი იყო ელექტრომობილების მანდატის და ეს მასკმა იქამდე იცოდა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარს დაუჭერდა.
„ილონ მასკმა დიდი ხნის წინ იცოდა, ვიდრე მხარს დამიჭერდა პრეზიდენტობისთვის, რომ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ელექტრომობილების მანდატის. სასაცილოა და ეს ყოველთვის იყო ჩემი კამპანიის ნაწილი. ელექტრომობილები ნორმალურია, მაგრამ ყველა არ უნდა იყოს იძულებული, იქონიოს ერთი მაინც. ილონმა იმაზე მეტი სუბსიდია მიიღო, ვიდრე ვინმემ ისტორიაში და სუბსიდიების გარეშე ილონს მოუწევდა მაღაზიის დახურვა და უკან სახლში, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება. არანაირი რაკეტების გაშვებები, თანამგზავრები და ელექტრომანქანების წარმოება და ჩვენი ქვეყანა ფულს დაზოგავდა. იქნებ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა ამ საკითხს მკაცრად შეხედოს? უზარმაზარი თანხები დაიზოგება“, – დაწერა ტრამპმა.
1tv.ge
