ილონ მასკმა ვოლოდიმირ ზელენსკის ყასაბი უწოდა

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტს ს ყასაბი უწოდა. მისი თქმით, ზელენსკი საკუთარ, მის მიერ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობს. ინფორმაციას insiderUKR ავრცელებს.

„მე როგორც ვხედავ, ზალუჟნი საკუთარი ხალხის სიცოცხლეს აფასებს და უფრთხილდება. და ის საღად უყურებს იმას, რაც სინამდვილეში ხდება. რაც შეეხება ზელენსკის, ის უკვე დიდი ხანია ყასაბის რეალობაში ცხოვრობს და ეს რეალობა სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა მასკმა.

მანამდე მასკი აცხადებდა, რომ ზელენსკიმ ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. მისი აზრით, მთავარია ახალგაზრდა უკრაინელების სიცოცხლის შენარჩუნება. მასკი ამბობდა, რომ ფრონტზე შექმნილი სიტუაცია ისეთია, რომ შეტევის გაგრძელებას დიდი მსხვერპლი მოჰყვება.