ილონ მასკი – X-ზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა – აქ დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული

ილონ მასკის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე „მასიური კიბერშეტევა“ განხორციელდა.
„X-ზე მასიური კიბერშეტევა იყო (ჯერ კიდევ არის)“, – წერს სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი.
მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა.
„ჩვენზე თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, მაგრამ ეს დიდი რესურსებით გაკეთდა. აქ, ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული“, – აღნიშნავს მასკი.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე საათია სოციალური პლატფორმა X შეფერხებით მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…