მომავალი წლიდან კომპანიის უმძლავრესი ხომალდის, Starship-ის შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება, – ამის შესახებ SpaceX-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა. მისივე პროგნბოზით, გაუმჯობესდება ძრავების ეფექტურობა და გაფართოვდება საწვავის ავზი, რაც შორეული მოგზაურობებისთვის აუცილებელი კომპონენტია.
როგორც მასკი აანონსებს, რაკეტის მე-3 ვერსიას ყოველ აფრენაზე ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის ატანა შეეძლება. ამასთან, ხომალდის ორივე ნაწილი ხელახლა გამოყენებადი გახდება.
SpaceX-მა Starship-ის მეორე ვერსიის მე-10 ფრენა რამდენიმე კვირის წინ განახორციელა.
წინა წარუმატებელი მცდელობებისგან განსხვავებით, ამჯერად ხომალდმა თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია.
