მილიარდერი და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, ძალიან გააბრაზა ამერიკული კორპორაცია Apple-ის გეგმებმა, გააფართოოს ინვესტიციები თანამგზავრულ კომუნიკაციებში, წერს The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის თანახმად, iPhone-ის მწარმოებელი „მნიშვნელოვან“ ინვესტირებას ახორციელებს სატელიტურ კომუნიკაციებში, ხოლო SpaceX-მა გაუშვა 550-ზე მეტი თანამგზავრი, რომლებიც უზრუნველყოფენ მობილურ კომუნიკაციებს მისი Starlink სისტემის მეშვეობით.
SpaceX-მა აიძულა ფედერალური მარეგულირებელი ორგანოები შეეზღუდათ Apple-ის მიერ დაფინანსებული სატელიტური ქსელის გაფართოების მცდელობები, აცხადებენ წყაროები WSJ-ს.
