ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს – ტრამპი
ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ის ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და არც გააკეთებს. მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება. სადაც ეს მართებული არ იქნება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ილონ მასკი მენეჯმენტისა და ხარჯების თვალსაზრისით ნიჭიერია.
“ილონს წვდომა მხოლოდ იმ ადამიანების გაშვებაზე აქვს, რომლებიც, მისი აზრით, კარგები არიან და თუ ჩვენც ვეთანხმებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვეთანხმებით”, – აღნიშნა ტრამპმა.