ამერიკელი ბიზნესმენის და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, მედია კორპორაციები – „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ უნდა დაიხუროს. შესაბამისი განცხადება მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„დიახ, დახურეთ, მათ აღარავინ უსმენს. ესენი მხოლოდ რადიკალი მემარცხენე შეშლილები არიან, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა 1 მილიარდ დოლარს წვავენ წელიწადში“, – წერს მასკი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ვიკა-ბუკია-300x154.png)