მილიარდერი ბიზნესმენი, ილონ მასკი 12 აგვისტოს სოციალური მედიის პლატფორმაზე X ინტერვიუს ჩამოართმევს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს – რამაც, შესაძლოა, კიდევ მეტი სიურპრიზი მოიტანოს ისედაც მღელვარე წინასაარჩევნო პერიოდში.
ამ ინტერვიუმ ექსპრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა საშუალება მისცეს კვლავ მოექცეს ყურადღების ცენტრში, იმ ფონზე, როცა, გავრცელებული აღქმით, მისი კამპანიის მიმართ ყურადღება იკლებს.
5 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მეტოქემ, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა შეცვალა ტრამპის ლიდერობა გამოკითხვებში და ენერგიული შეხვედრების სერიით გაზარდა დემოკრატთა ამომრჩევლების მობილიზაცია.
