ილონ მასკი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებებს უარყოფს

Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) საკუთარ გვერდზე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ნარკოტიკებს იყენებს.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სამწლიანი შემთხვევითი ტესტების შემდეგ, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის „კვალიც კი არ აღმოჩნდა“.
7 იანვარს The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორთა საბჭოები მიიჩნევენ, რომ მასკი ნარკოტიკებს იყენებს და ასევე შიშობენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი აქტივების ბედზე.
ბიზნესმენის შესაძლო დამოკიდებულებამ არალეგალურ ნივთიერებებზე, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას SpaceX-თან მრავალმილიონიანი სახელმწიფო კონტრაქტების დადებას. ბიზნესმენის ადვოკატმა ალექს სპირომ განაცხადა, რომ ბიზნესმენს რეგულარულად უტარდება სისხლში ნარკოლოგიური ანალიზი. მისი თქმით, მილიარდერს არასოდეს ჩაუგდია ეს ტესტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო