ზელენსკის მარადიული ომი სურს, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი X-ზე წერს.
„ზელენსკის მარადიული ომი სურს, გაუთავებელი ხორცსაკეპი მანქანა. ეს ბოროტებაა“, – წერს მასკი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“.
„ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება! „ეს არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ ბიჭს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს და ევროპამ ზელენსკისთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებიან. ეს ალბათ, არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რას ფიქრობენ ისინი?“, – წერს დონალდ ტრამპი.
