ილონ მასკი ერთ დღეში 22.2 მილიარდი დოლარით „გაღარიბდა“, შესაბამისად ამ დროისთვის მისი მთლიანი ქონება დაახლოებით, 364.3 მილიარდს შეადგენს. ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.
მასკის ქონების შემცირების მიზეზი, იანვარში ევროპაში Tesla-ს გაყიდვების რეკორდული, თითქმის 50%-იანი კლებაა. რომლის შედეგადაც, კომპანიის აქციების ფასი 8.4%-ით დაეცა, ხოლო მისი სრული საბაზრო ღირებულება, ნოემბრის დასაწყისის შემდეგ, პირველად, 1 ტრილიონ დოლარს ჩამოსცდა.
