ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

მილიარდერი ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მასკი სოციალურ პლატფორმა X-ში ავრცელებს.
„ორი ერთზე თანაფარდობით, თქვენ ახალი პოლიტიკური პარტია გსურთ და გექნებათ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს „ამერიკის პარტია“ შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე.
ცნობისთვის, 4 ივლისს, -ის დამოუკიდებლობის დღეს, მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. მასკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოკითხვაში მონაწილეობა 1 248 856-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 65-%-ზე მეტმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას მხარი დაუჭირა.