ილონ მასკი – -ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება

აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება, – ამის შესახებ -ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ხალხის მმართველობის, დემოკრატიის ნაცვლად ბიუროკრატიის მმართველობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენ მთელი სააგენტოების გაუქმება გვჭირდება და არა ბევრი მათგანის დატოვება. თუ ჩვენ სარეველას ფესვებს არ ამოვთხრით, მაშინ სარეველა კვლავ ადვილად ამოვა“, – განაცხადა ილონ მასკმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, „სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნაკლებად დაინტერესებულია“.
„USAID-ს დიდი ყურადღება დაეთმო, მაგრამ ასევე, არსებობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) და მე ვამბობ, რა დემოკრატიას მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?“ – აღნიშნა ილონ მასკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა