ილონ მასკის SpaceX $175 მლრდ-ად შეაფასეს – Bloomberg

ამერიკელი მილიარდერ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა დაიწყო დისკუსია ინსაიდერული აქციების გაყიდვის თაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ SpaceX-ის ღირებულება 175 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
SpaceX-ი ერთ აქციას 95 დოლარად აფასებს. აქციების ღირებულების ზრდა SpaceX მსოფლიოს 75 უმსხვილეს კომპანიას შორის მოხვდება საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით (მაგალითად, Nike Inc.-ის ფასი 177 მილიარდი დოლარია). ზაფხულში SpaceX-მა მიიღო სატენდერო ფასი 150 მილიარდი დოლარი.
ილონ მასკის კოსმოსური კომპანია დომინირებს კომერციული კოსმოსური გაშვების ბაზარზე თავისი Falcon რაკეტებით. ის ასევე აგზავნის ტვირთს ორბიტაზე კერძო კლიენტების, NASA-ს და სხვა სამთავრობო უწყებებისთვის. გარდა ამისა, SpaceX მომხმარებელს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისსაც სთავაზობს.