ილონ მასკის ახალი AI-სტარტაპი აქციების გაყიდვით $1 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხელოვნური ინტელექტის ფირმა xAI-ის განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას უკვე წარედგინა, მასკის კომპანიამ კი ამ დრომდე $134.7 მილიონის ინვესტიციები მიიღო.
მასკის განცხადებით, მის AI-ში, „მორალის პირდაპირი ფორმით დაპროგრამების“ ნაცვლად, xAI მაქსიმალურად ცნობისმოყვარე ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეცდება. გასულ თვეში, ChatGPT-თან კონკურენციის მიზნით, xAI-იმ მისი პირველი პროდუქტი, AI-ბოტი, სახელწოდებით Grok-ი წარადგინა.
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI ცალკე აპლიკაციად იქნება წარმოდგენილი, თუმცა ამასთან ერთად ინტეგრირებული იქნება მის სოციალურ მედია პლატფორმა X-შიც. მილიარდერის ფირმა DeepMind-ის, OpenAI-ისა და სხვა წამყვანი AI-კვლევითი ფირმების ყოფილ თანამშრომლებს აერთიანებს.