ილონ მასკის მიერ ტვიტერის ყიდვის შემდეგ პლატფორმის ფასი 71%-ით შემცირდა

მას შემდეგ, რაც ტვიტერი SpaceX-ის შექმნელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა და ინვესტორმა, ილონ მასკმა იყიდა, პლატფორმის ფასი 71%-ით შემცირდა. The guardian საფინანსო ფონდ Fidelity-ზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის ოქტომბერში, როცა მასკმა ტვიტერი იყიდა, მისი ღირებულება $44 მილიარდი იყო, ახლა კი პლატფორმის ფასი $12,5 მილიარდია.
2023 წლის ივლისში, მასკმა ტვიტერს სახელი გადაარქვა და მას X უწოდა. გამოცემის მიხედვით, სოციალური ქსელის მასკის მფლობელობაში გადასვლიდან პირველი წლის განმავლობაში მისი მომხმარებელთა რიცხვი 15%-ით შემცირდა. ამის მიზეზი მასკის ახალი პოლიტიკა გახდა, რომლის მიხედვითაც პლატფორმა აღარ ფილტრავდა დეზინფორმაციულ, პროპაგანდისტულ, რასისტულ თუ სხვა მსგავსი შინაარსის მქონე ინფორმაციას.
2023 წლის სექტემბერში მასკმა ევროკავშირის შესაბამისი ორგანოებისგან გაფრთხილებაც მიიღო, რადგან სწორედ X აღმოჩნდა ის სოციალური ქსელი, სადაც დეზინფორმაცია ყველაზე მეტად ვრცელდება.
პლატფორმის ყიდვის შემდეგ შეიცვალა კომპანიაში დასაქმებულთა სამუშაო პირობებიც და საბოლოოდ, თანამშრომელთა რაოდენობა განახევრდა.
ფორბსის მიმდინარე რეიტინგით, 52 წლის მასკი $251.3 მილიარდიანი ქონებით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია