ტექნოლოგიური კომპანია xAI-ის $5-მილიარდიანი სააქციო რაუნდის ფარგლებში, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა $2 მილიარდი გამოყო, რითაც, კონკურენტ OpenAI-სთან რბოლის ფონზე, მილიარდერის კომპანიებს შორის კავშირები კიდევ უფრო გამყარდა – ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
ინვესტიციას წინ უსწრებდა xAI-სა და სოციალური ქსელის X-ის გაერთიანებაც, რომლის ფარგლებშიც კომპანიის საერთო ღირებულებამ $113 მილიარდი შეადგინა; ამიერიდან X-ის “ჩატბოტი” Grok-ი Starlink-ის მომხმარებელთა მხარდაჭერას უზრუნველყოფს და სამომავლოდ მისი ინტეგრირება Tesla-ს რობოტებშიც იგეგმება.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა xAI-ისთვის ინვესტიციის გამოყოფა Tesla-ს მიერაც, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ეს “შესანიშნავი” იქნებოდა, თუმცა საკითხი კომპანიის მმართველი საბჭოსა და აქციონერების თანხმობას მოითხოვს. მასკს ასევე ოფიციალურად არ დაუდასტურებია SpaceX-ის ინვესტიცია.
bm.ge
