ილიკო სუხიშვილის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია – ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა

ბევრმა არ იცის, რომ სუხიშვილების ლეგენდარული ოჯახის მემკვიდრეს, უმცროს ილიკო სუხიშვილს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია აქვს.
ის დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ზუსტად 21 წლის წინ, 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს.
გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის გამოც, სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ, სამაგიეროდ უთხრეს, რომ იქვე სულ რაღაც 300 მეტრში კაფე იყო, სადაც მათ ყველაფრის შეძენა შეეძლოთ.
სწორედ ამ დროს, როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს მიუშვირა. მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. მძარცველები მათთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ, რის გამოც არაფერი ესმოდათ.