ილიე ბოლოიანი: რუმინეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის მზად არ არის, თუმცა თანახმაა, ნატოს თავისი სამხედრო ბაზები გამოუყოს F-35 გამანადგურებლების განსათავსებლად

რუმინეთი ში ჯარების გაგზავნისთვის მზად არ არის, თუმცა თანახმაა, ნატოს თავისი სამხედრო ბაზები გამოუყოს F-35 გამანადგურებლების განსათავსებლად – განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ილიე ბოლოიანმა გააკეთა
🔴 პრემიერის თქმით, რუმინეთის აეროპორტები უკვე გამოიყენება საჰაერო პატრულირებისა და შავ ზღვაში სიტუაციის მონიტორინგისთვის, ხოლო ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოკავშირეებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
🔴 მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება იქნება რუმინეთის წვლილი უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.
📍 უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, რომელზეც ამერიკული და ევროპული მხარეები ერთობლივად მუშაობენ, შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამხედრო კონტიგენტის განლაგებას მოიცავდეს.

ასევე დაგაინტერესებთ