ილია II-ს რელიგიურ ტურიზმზე როინ მეტრეველის რედაქტორობით დაბეჭდილი წიგნი მიუძღვნეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოსცეს წიგნი, რომლის სახელია “რელიგიური ტურიზმი”.
წიგნის ავტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მდივანი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნოდარ გრძელიშვილია.
მისი თქმით, წიგნი კათოლიკოს-პატრიარქ -ის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება, ხოლო მისი მთავარი რედაქტორი აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველია.
“რელიგიური ტურიზმი – ეს სახელმძღვანელო გამოიცა 2023 წელს და იგი ეძღვნება პატრიარქის 90 წლის და აღსაყდრების 45 წელს. იგი დაიბეჭდა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში და მისი მთავარი რედაქტორი გახლავთ აკადემიკოსი როინ მეტრეველი. მას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მისი შრომები დიდად წამადგა აღნიშნული წიგნის ფორმირებაში”. – თქვა წიგნის ავტორმა.
ტელეკომპანია “ერთსულოვნების” დილის გადაცემაში საუბრისას, როინ მეტრეველის გარდა, გრძელიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებსაც, რომლებმაც წიგნის გამოცემაში წვლილი შეიტანეს.
“წიგნის რედაქტორი გახლავთ მეუფე ანანია. დიდი მადლობა მას ასევე, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ქალბატონ ასმათ ჯიქიას, რეცენზენტებს, დეკანოზებს: გიორგი გუგუშვილს და ლევან მათეშვილს, ასევე პროფესორ ს და ედგარ გუგულაშვილს, მადლობა ასევე აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს”. – თქვა მან.
როგორც გრძელიშვილმა აღნიშნა, წიგნი სამი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან პირველში განხილულია მომლოცველობასა და პილიგრიმობასთან დაკავშირებული განმარტებები, ასევე მიმოხილულია “მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული მიდგომები რელიგიურ ტურიზმთან დაკავშირებით”.
წიგნის ავტორის თქმით, მეორე ნაწილი ეთმობა რელიგიური ტურიზმის მართლმადიდებლურ საფუძვლებს, ხოლო მესამე – პილიგრიმულ მარშრუტებსა და ტურებს.
“ეს წიგნი 2018 წელს გამოიცა, თუმცა ეს არის შევსებული, მონოგრაფიის სახითაა და აკადემიურ სივრცეში, რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე იკითხება და ამით გარკვეულწილად პოპულარიზაციას ვეწევით რელიგიური ტურიზმისა”. – აღნიშნა გრძელიშვილი.
“მხოლოდ სტატისტიკისთვის ვიტყვი, რომ მაგალითად საქართველოში 14% ჩამოსული ტურისტებისა ჩამოდის შოპინგისთვის, რელიგიური ტურიზმისთვის 2-3%-ია ეს მაჩვენებელი. ანუ, გარკვეულწილად საჭირო არის რელიგიური ტურიზმის უფრო მეტი პროპაგანდა საერთაშორისო ასპარეზებზე”. – დაამატა მან.
ამასთან, როგორც წიგნის ავტორმა აღნიშნა, ნაშრომის ერთ-ერთი თავი ეხება რელიგიურ კრუიზებს, რაც გრძელიშვილის შეფასებით, “ძვირადღირებული სიამოვნებაა”.
“ასეთი კრუიზები შავი ზღვრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შეფერხებულია. თუმცა, საკმაოდ ხშირია და ცოტა ძვირადღირებული სიამოვნებაა”. – თქვა მან.
წიგნის ავტორის შეფასებით, რელიგიური ტურიზმის, მათ შორის, ამ მიმართულებით სტრატეგიებისა და მენეჯმენტის განვითარებით, სახელმწიფოს 1 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის მიღება შეუძლია.