ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. მოადგილის პოსტიდან წავიდა ირაკლი მხეიძეც, რომელიც ამ თანამდებობაზე რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციიდან, მიმდინარე წლის 14 თებერვალს გადავიდა და აღნიშნულ პოსტზე თამარ ბარკალაია შეცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, ამაზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
ამასთან, თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა მ ახალი მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თავად წარადგინა.
Jandacva.ge